სილამაზე და ჯანმრთელობა მსხვერპლის გარეშე
სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების მოცილებისას ვაკუუმ ასისტირებული ექსციზიის მეთოდის გამოყენება აშშ-სა და ევროპაში "ოქროს სტანდარტად" არის მიჩნეული, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მკერდის კეთილთვისებიანი სიმსივნის მქონე ქალბატონებში. აღნიშნული მეთოდიკა რეკომენდებულია წამყვანი ცენტრების და მამოლოგიური ასოციაციის მიერ, როგორც სექტორალური რეზექციის მცირეინვაზიური ალტერნატივა ფიბროადენომისა და სარძევე ჯირკვლის სხვა ტიპის წარმონაქმნების მოცილებისას, აგრეთვე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დიაგნოსტირებისას.